Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ტყვიის მაღალი შემცველობა საქართველოში ხორცში, რძეში, წყალსა და ყავაში აღმოჩნდა
ambebi.ge
26 July 2017, 16:20
2012-2017 წლებში სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის შემცველობის დარღვევის 63 შემთხვევა გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის მონაცემებს მომხმარებელი.ჯი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა საქონლის ხორცის შემთხვევაშია დაფიქსირებული. საქონლის ხორცში ზედმეტი ტყვიის შემცველობა ფიქსირდება იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ტყვიის შემცველობის ნორმა ასევე დარღვეული ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, თევზის, რძის, ყავის, კვერცხის, მარილისა და ჭარხლის შემთხვევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმაა 0.10მგ/კგ-ია. ნორმის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.36მგ/კგ სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

აჭარაში საქონლის ხორცში Advertisement ტყვიის შემცველობის ნორმაა 0.5მგ/კგ-ია, აქ ყველაზე მაღალი დარღვევა 1.80მგ/კგ დაფიქსირდა.

რაც შეეხება ღორის ხორცში ტყვიის ნორმის (0.10მგ/კგ) დარღვევის ფაქტს, იმერეთში შემოწმებულ ღორის ხორცში ტყვიის შემცველობამ 0.26 მგ/კგ შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირუტყვი უკრაინიდან იყო შემოყვანილი.

ფრინველის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმის (0.10მგ/კგ) დარღვევა სამეგრელო- ზემო სვანეთში დაფიქსირდა და დარღვევამ 0.24მგ/კგ შეადგინა.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი